Thursday, October 25, 2018







აბრაან ლინკოლნის მიმართვა მასწავლებლებს

აბრაან ლინკოლნის მიმართვა: "ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას. ეს სრულიად უცხო თავგადასავალია მისთვის და მსურს ღირსეულად გაუძღვეთ მას ამ გზაზე. ყოველი თავგადასავალი თავის თავში ომს, ტრაგედიასა და ტკივილს ატარებს.წინსვლა რომ შევძლოთ, საჭიროა გვქონდეს მხნეობა და სიყვარულის ნიჭი.
ძვირფასო მასწავლებელო! მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის. თუმცა ასევე მსურს იცოდეს, რომ ყოველი არამზადას უკან გმირი იმალება.
ასწავლეთ, რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია.ეს დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ მინდა ხვდებოდეს,რომ საკუთარი ოფლით მოპოვებულ დოლარს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე 5 დოლარს, რომელიც შემთხვევით იპოვნა. ასწავლეთ, რა არის დამარცხება და უთხარით, რომ ისიამოვნოს გამარჯვებით. გაათავისუფლეთ შურისაგან . თუ შეძლებთ, ასწავლეთ გულწრფელი ღიმილი, წიგნების ფასი. ამავდროულად შთააგონეთ ბუნების სიყვარული - როგორ დატკბეს ცაში მფრინველების ცქერით და მწვანე მინდვრის სილამაზით.
ასწავლეთ, რომ დამარცხება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე ტყუილი და თაღლითობა. ასწავლეთ საკუთარი იდეების წრმენა.ა სწავლეთ იყოს კეთილი, იცოდეს ადამიანის მოსმენა, ამასთან, კარგისა და ცუდის გარჩევა. თუ შეგიძლიათ, მიაჩვიეთ, გაიცინოს, როცა მოწყენილია. ასწავლეთ, როგორ შეიძლება გაყიდოს საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები, თუმცა ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება. გულში ნუ ჩაიხუტებთ. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ცეცხლში იწრთობა ფოლადი. უთხარით, რომ ჰქონდეს საკუთარი თავის წრმენა და ნურც ადამიანთა მიმართ დაკარგავს წრმენას. შეიძლება ეს ჩემის მხრივ დიდი გამოწვევაა, მაგრამ მსურს დავინახო, რა შეგიძლიათ. ის ყმაწვილი ხომ ჩემი შვილია, ჩემი საყვარელი ბიჭი!"







No comments:

Post a Comment