საწრეო მუშაობა


                                             განცხადება

     შპს ,,ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიან სკოლა-გიმნაზიაში 2018-2019 სასწავლო წლის  ოქტომბრიდან  ფუნქციონირება  დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის წრემ, სახელწოდებით: ,,ქართული ქართველთ რწმენაა.
  წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების გააზრების უნარ-ჩვევები (წაკითხულის გააზრება) ,შეძლონ საკუთარი აზრის წერილობით ჩამოყალიბება (ესეს სახეობები), იმსჯელონ გრამატიკის საკვანძო საკითხების შესახებ
  წრეში გაწევრიანდნენ საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები (სულ 18 მოსწავლე) .შეხვედრა გაიმართება თვეში ერთხელ I და   II  სემესტრის განმავლობაში.
   მეცადინეობის  ხანგრძლივობა 1 საათი.

  წრის ხელმძღვანელი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ე.ბურდული.




               

                      ქართული ენისა და ლიტერატურის წრის სამუშაო გეგმა


სკოლის სახელწოდება
შპს ,,ბესიკ ნიპარიშვილი“მ/პ სკოლა-გიმნაზია
საგანი
ქართული ენა და  ლიტერატურა
სამიზნე ჯგუფი
VIII-X კლასების მოსწავლეები
კურსის ხანგრძლივობა
I-IIსემესტრი
გაკვეთილების ხანგრძლივობა
1საათი
გაკვეთილების სავარაუდო ვადები
თვეში ერთხელ
პრაქტიკაში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა
18
მ ი ზ ა ნი
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარ-ჩვევები,შეძლებენ ტექსტების შესახებ შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულებების გამოხატვას,დაეუფლებიან ტექსტის წასაკითხად, დასამუშავებლად და გასაანალიზებლად აუცილებელ სტრატეგიებს,  ჩამოაყალიბებენ საკუთარ აზრს წერილობით, ყურადღებას გაამახვილებენ ქართული გრამატიკის საკვანძო საკითხებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით.აღნიშნული კურსი აქტუალურია, რადგან ის ხელს შეუწყობს მოსწავლეთა  ენობრივი და ლინგვისტური კომპეტენციების ჩამოყალიბებას; ცოდნის დემონსტრირების, დამოუკიდებელი აზროვნების, ანალიზის, კვლევისა და სწავლის უნარების განვითარებას.

მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის კითხვას, წერას, გაგება-გააზრებას, გადმოცემას შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, დააკავშირებენ სხვადასხვა სახის თემებს ერთმანეთთან. შეძლებენ ტესტური სავარჯიშოების შესრულებას, შეეცდებიან შესწავლილი თემების პრაქტიკაში გამოყენებას.
კურსის მოკლე დახასიათება
კურსის ფორმებში მოსწავლეები, უფრო ღრმად შეისწავლიან ლიტერატურული ტექსტის წაკითხვას, მოსმენას, გაგება-გააზრებას და მათი შინაარსის გადმოცემას.
რესურსი
რვეული, კალამი, დაფა, ცარცი, კომპიუტერი .პროექტორი, სხვადასხვა ტიპის ტესტები, სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული სხვადასხვა საჭირო პოსტერი და თვალსაჩინოება.

                                            
                                                   პროგრამა

1
ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მიზნების ფორმირება,წრის მუშაობის გეგმის გაცნობა, სავარაუდო აქტივობებისა და ღონისძიებების ჩამოთვლა
ოქტომბერი
2
სულხან-საბა ორბელიანის 360  წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა.
ნოემბერი
3
სასვენი ნიშნების დღე.
დეკემბერი
4
შოთა რუსთაველი და მისი ,,ვეფხისტყაოსანი“-სემინარი
იანვარი
5
ესეს სტრუქტურის გაცნობა.არგუმენტირებული ესეს წერა.
თებერვალი
6
,,მე არ ვწერ ლექსებს,ლექსი თვითონ მწერს“-საკუთარი შემოქმედების განხილვა
მარტი
7
 კონფერენცია თემაზე:,,ჩვენი ქართული სიტყვა ქარგული
აპრილი
8
ტექსტის კითხვა . მხატვრული ხერხებზე მუშაობა
მაისი
9
შემაჯამებელი ღონისძება: რა მომცა საწრეო მუშაობამ
ივნისი











ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  წრე    ,,ქართული ქართველთ                                                                                                                                                                                                                                                                                                  რწმენაა „


მოსწავლეთა სია :
1. ბერიანიძე ნატალია
2. მელაძე ლიკა
3. ქამხაძე მარი
4. გვარამია თეკლა
5. ჯიქია ნინო
6. მარქარაშვილი ნინი
7. ხატისკაცი ნატა
8. ჟივიძე ნატა
9. შალუტაშვილი ანა
10. გაბოშვილი გიორგი
11. კობახიძე მარი
12. მამულაშვილი ლიკა
13. ნონიაშვილი მარი
14. ქვათაძე თემურ
15. ჯინიყაშვილი გიორგი
16. არაყიშვილი დათო
17. ბერიანიძე რუსუდან
18. წიკლაური ლიზი
19.ჯინიყაშვილი ქეთი










      დღეს გიმნაზიაში გაიმართა ქართული ენისა და ლიტერატურის წრის წევრთა შეხვედრა,რომელიც მიეძღვნა დიდი ქართველი ლექსიკოგრაფის,მეიგავის,მწერლისა და დიპლომატის -სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 360 წლის იუბილეს.მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის ბიოგრაფიაზე,განიხილეს მისი შემოქმედება და უყურეს ამავე გიმნაზიის მეექვსე-მეშვიდე კლასელების მიერ გადაღებულ იგავებს.



















დეკემბერში შედგა წრის წევრთა მორიგი შეხვედრა.მოსწვლეებმა ისაუბრეს პუნქტუაციაზე.შეხვედრამ საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა.



















No comments:

Post a Comment