გაკვეთილის გეგმა


                                        გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი,გვარი,პირადი ნომერი : ეკა ბურდული.24001036879

საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლების საფეხური/კლასი: VI    

მოსწავლეთა რაოდენობა:12

გაკვეთილის თემა: ვაჟა-ფშაველას ,,ქუჩი“

გაკვეთილის მიზანი:
 მოსწავლეებმა შეძლონ  ტექსტის გაგება-გაააზრება;                                                      ჩამოაყალიბონ საკუთარი თვალსაზრისი;
შეავსონ გრაფიკული მაორგანიზებლები.

 
#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო(წთ.)
1
საორგანიზაციო საკითხები.გაკვეთილის თემისა და მიზნის,  შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.

ინდივიდუალური,
საერთო-საკლასო,
წყვილური
მოსწავლის სახელმძღვანელო
3წთ
2
მოტივაცია
სლაიდების ჩვენება ვაჟა-ფშაველაზე

პროექტორი
10 წთ
3
ტექსტის წაკითხვა  და ანალიზი
T ცხრილის შევსება
ინდივიდუალურად,
წყვილებში
კალამი,ცხრილი ბარათებზე
15წთ
4
პრეზენტაცია
მსჯელობენ,ადარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს


10
5
შეჯამება
მთავარი სათქმელის ბარათებზე დაწერა

კალამი,ფერადი ფურცლები
5
6
საშინაო დავალება
ქუჩის დახასიათება


2


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლე მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან;
მსჯელობს ტექსტში გამოკვეთილ ცალკეულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე;
საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად იშველიებს ლიტერატურულ ტექსტებს, რეალურ ფაქტებს, მაგალითებს პირადი ცხოვრებიდან;
ასოციაციურად უკავშირებს ერთმანეთს მხატვრულ ამბავსა და რეალურ მოვლენას.




შეფასება:
                             ტექსტზე მუშაობის შეფასების რუბრიკა

ტექსტში ახარისხებს ინფორმაციას
2
ამოიწერს/მონიშნავს და განმარტავს მთავარ სიტყვებს/ცნებებს
3
ტექსტის დასამუშავებლად და გასააზრებლად იყენებს სქემებს, დიაგრამბს, აზრობრივ რუკებს
3
მსჯელობს და აკეთებს შესაბამის დასკვნებს
4




                    გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-5-6
3-2-1
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას


                                                           T   სქემა

აბზაცი
ქუჩის დამოკიდებულება სხვებისადმი
სხვების დამოკიდებულება ქუჩისადმი
1


2


3


4


5



ხელმოწერა:  ეკა ბურდული

თარიღი: 21.10.2018 წელი




                                   გაკვეთილის  გეგმა
              საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა
                              კლასი  - IX                                    

სახელი და გვარი
ეკა ბურდული

თემის დასახელება
საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობა
ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან „სარჩობელაზედ“

მოსწავლეთა რაოდენობა
20


გაკვეთილის სასწავლო მიზნები

 ქართ.IX.1
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხებზე.

ქართ.IX.4
მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.

ქართ.IX.5
მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების
გამოყენება.

ქართ.IX.6
მოსწავლე კითხულობს ტექსტებს (მხატვრულს და არამხატვრულს),რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა თვალსაზრისს პრობლემურ ან სადავო საკითხებზედა გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ)

ქართ.IX.8
მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს.




ქართ.IX.9
მოსწავლე წერილობით გადმოსცემს საკუთარ თვალსაზრისს სადავო ან პრობლემურ საკითხებზე.აჯამებს განსხვავებულ შეხედულებებს მოცემულ საკითხებზე.

ქართ.IX.12
მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი ტექსტის სტრუქტურა და ნორმები.



მნიშვნელობა და აქტუალობა

ეს გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის, დამნაშავის სიკვდილით დასჯის სამართლიანობისა და ბრბოს ფსიქოლოგიის შესახებ.
    








სწავლის შედეგები


























მიმდინარეობა

(აქტივობა და  დრო)

  




მოსწავლეები გაეცნობიან მოთხრობას,ჩამოუყალიბდებათ ტექსტისადმი ინტერესი.კითხვის სტრატეგიების  გამოყენებით განუვითარდებათ ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის  ამოკრებისა და ადეკვატური გააზრების  უნარ-ჩვევები.
      შეძლებენ ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემას.
     განუვითარდებათ პრობლემის ამოცნობის,მისი გადაჭრის გზისა და წერილობით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარი















                პ რ ო ვ ო ც ი რ ე ბ ა

   1.    გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს  პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ ილია ჭავჭავაძის  სურათს და სლაიდს:

„არ არის რა შემთხვევითი და მეტი,ყოველი მისი ნაწილი არის...მიხრილი მისი საგნისკენ,ყველანი ერთად შეკრული შეადგენენ ერთს მშვენიერს, მრთელსა და განუყოფელ აზრსა.“
(1წთ)


2. სლაიდით ვაჩვენებ ილიას მეუღლის ოლღა გურამიშვილის  წერილიდან ნაწყვეტს:

„მე ღრმად მწამს,დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს,შეუნდობდა იმათ,რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ,გზადაბნეულ ძმებად მიიჩნევდა.ეს საზარელი სასჯელი დაარღვევს იმ ღვაწლს სიყვარულისას,ცხოვრების მასწავლებელ ქრისტეს იმ საუკუნო მცნებას,რომლითაც ცოცხლობდა ჩემი განსვენებული ქმარი.მოგმართავთ თქვენ გულწრფელისა და მხურვალე თხოვნით: ნუ დაამტკიცებთ სასამართლოს განაჩენს ამ უბედურთა სიკვდილით დასჯის შესახებ...“(1 წთ)


3.            წერა ლექსიკურ ერთეულებზე
                (მუშაობა მიმდინარეობა ჯგუფებში)(7 წთ)

I        ჯგუფი  - საზოგადოება

II       ჯგუფი - პიროვნება

III     ჯგუფი -  სასჯელი


4.  მოსწავლეთა მოსაზრებების პრეზენტაცია ლექსიკურ ერთეულებზე  (6 წთ)




            შინაარსის  რეალიზება     (20 წთ)

1.      მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებში.
  გავმართავ დისკუსიას ჯგუფებს შორის.

დავურიგებ კითხვებს:

   ა. რამდენად სამართლიანია ძმების საქციელი?
   ბ. რაღა მაინცდამაინც პეტრეს მისწერა  წერილი უმცროსმა ძმამ?
   გ.სამართლიანია თუ არა უმცროსი ძმის საყვედური პეტრეს მიმართ?
   დ.რას იტყვით ბრბოდ ქცეული საზოგადოების ფსიქოლოგიაზე? (გაიხსენეთ გიორგი ლეონიძის „მარიტა“ და მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა“)
  ე.მთავარი კითხვა:
    იყო თუ არა პეტრე დამნაშავე?

2.       მიზეზ-შედეგობრიობის რუკის შევსება

3.      სლაიდით ვაჩვენებ მოსწავლეებს თეიმურაზ I ციტატას და გავმართავ  დისკუსიას

„ცრემლნი პეტრესი მომმადლენ,იუდად ნუ გამბერაო“

ქრისტიანული სწავლებით,უცოდველი არავინაა,მაგრამ სასიკვდინე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც კი,თუ ადამიანს ექნება გულწრფელი სინანული და იმედი,რომ ღმერზთი ჩადენილ დანაშაულს აპატიებს,მართლაც მიეტევება. პეტრე მოციქული ამ სინანულისა და იმედის სახეა,იუდა კი-სასოწარკვეთილების.


4.      მიბრუნება ლექსიკური ერთეულების მიხედვით შექმნილ ტექსტებზე და დასკვნის გაკეთება  ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემის შესახებ.







                     რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა   (7 წთ)


1.      მოსწავლეები გაარკვევენ თუ ვის მიმართავს მწერალი ამ მოთხრობით-მომავალ პოტენციურ დამნაშავეს თუ საზოგადოებას,ანუ ვის აფრთხილებს იგი და რა არის მისი მთავარი სათქმელი.

2.      მოსწავლეები გაარკვევენ გადაიჭრა თუ არა ეს კონფლიქტი ნაწარმოებში.
3.      წერითი სამუშაო
 
I -ჯგუფი
        ესე  - „სიკვდილი  ყველას გვაშინებს, სხვას რომ ჰკვლენ ცქერა გცწადიან“

           II-ჯგუფი

      წარმოიდგინეთ ,რომ ხართ რომელიმე ისეთი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრი,სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ არსებობს და განსახილველად შემოიტანეს მისი გაუქმების პროექტი.
      მოამზადეთ ორწუთიანი სიტყვა,რომლითაც მიმართავდით პარლამენტს ამ სიახლის მხარდასაჭერად.


4.      ესესა და სიტყვის პრეზენტაცია















შეფასება
მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ დაკვირვებით.დაკვირვების საშუალება იქნება არგუმენტირებული მსჯელობა კითხვებზე პასუხის გაცემისას,ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა და წერითი სამუშაო.
გამოვიყენებ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას.

არგუმენტირებული მსჯელობის შეფასების რუბლიკას
წერითი სამუშაოს შეფასების რუბრიკას.
ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობის შეფასების სქემას.  (3წთ)




    რესურსები


სახელმძღვანელო
კომპიუტერი
პროექტორი
თაბახის ფურცელი
დაფა,ცარცი.
საიტები:google.ge; vikipedia.










არგუმენტირებული უნარ-მსჯელობის შეფასების რუბრიკა
ფასდება შემდეგი უნარები და აქტივობები

შეფასების დონეები
მაღალი
საშუალო
დაბალი
1.
აზრის დასაბუთება/არგუმენტირება
3
2
1
2.
ცოდნის ინტეგრირება და სინთეზი
2
1
0
3.
გამართული მეტყველება და მდიდარი ლექსიკა
1
0
0


1
0
0




წერითი სამუშაოს შეფასების რუბრიკა
ფასდება შემდეგი უნარები და აქტივობები
შეფასების დონეები
მაღალი
საშუალო
დაბალი
1.

მიზანთან შესაბამისობა,ორიგინალურობა
3
2
1
2.
ტექსტის ორგანიზება
3
2
1
3.
მსჯელობა და ფაქტების სიზუსტე
2
1
0
4.
სტილი და ლექსიკა
1
0
0
5.
მორფოლოგია,სინტაქსი,პუნქტუაცია
1
0
0







ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობის სქემა
კრიტერიუმი
1-5
6-7
8-10
ჯგუფის მუშობაში
ჩართულობა
ნაკლებად იღებდა მონაწილეობას ჯგუფურ მუშაობაში
ხშირად მონაწილეობდა ჯგუფურ მუშაობაში
აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ მუშაობაში





მიზეზ- შედეგობრიობის რუქა
                                         
შედეგი:



                                                                                     
მიზეზი:
ობლობა, დედის გათხოვება.
მამინაცვლის ყოლა,მათი მხრიდან ცუდად მოპყრობა.
                                                                     

  მოვლენა/ფაქტი

   უფროსი ძმის,  
        ბეჟანის
   სიკვდილით
        დასჯა
   (ჩამოხრჩობა)




მიზეზი:
ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა,ცემა,დასჯა,
აბუჩად აგდება.
შედეგი:
მიზეზი:
ხალხის პასიურობა.
საზოგადოების გულგრილობა.
შედეგი:













No comments:

Post a Comment