რჩევები მშობლებს
მარია მონტესორის რჩევები
1.თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ–ის სწავლობს სხვათა განკითხვას.
2. თუ ბავშვს ხშირად აქებენ–ის სწავლობს შეფასებას.
3.თუ ბავშვის თვალწინ ხშირია მტრული გარემო–ის სწავლობს ჩხუბს.
4.თუ ბავშვთან მართალნი არიან–ის სწავლობს სამართლიანობას.
5. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან–ის მხდალი გაიზრდება.
6. თუ ბავშვი ცხოვრობს გარემოში,სადაც თავს დაცულად გრძნობს–შემდგომში მას მეტი ნდობა და რწმენა ექნება.
7.თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ–ის სწავლობს,რომ გამუდმებით დამნაშავედ იგრძნოს თავი.
8.თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს–ის სწავლობს,საკუთარი თავისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეს.
9. თუ ბავშვთან ხშირად არიან გულისხმიერნი–ის სწავლობს,იყოს მომთმენი.
10. .თუ ბავშვს ხშირად წაახალისებენ–ის თავდაჯერებულობას იძენს.
11. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და გრძნობს საკუთარ საჭიროებას-ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას.
12.ბავშვებს ასწავლის ის გარემო,რაც მათ მოიცავს.
13.პატივი ეცით ბავშვს,რომელმაც შეცდომა დაუშვა და შეძლებს ახლა, ან ცოტა მოგვიანებით მის გამოსწორებას.
14. არ ილაპარაკო ცუდად ბავშვზე-არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
15. ეცადეთ ბავშვში ყოველივე კარგი განავითაროთ,ისე,რომ საბოლოოდ ცუდისთვის ადგილი არ დარჩეს.
16.ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს,რომელიც თქვენ მოგმართავთ.
17.მზად იყავით ბავშვის დასახმარებლად.რომელიც რაღაცას ეძებს.
18. დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში,რაც მანამდე ვერ აითვისა.ეს გააკეთეთ ზრუნვით,მოთმინებით,სიმშვიდით და სიყვარულით.
19. ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის დაიცავით კარგი მანერები,მას შესთავაზეთ ყველაფერი საუკეთესო,რაც თქვენშია.
გაითვალისწინეთ მარია მონტესორის რჩევები,რათა ააწყოთ ურთიერთობა შვილებთან,აღზარდოთ ისინი ჰუმანურ და განვითარებულ პიროვნებებად.დამერწმუნეთ გამოგადგებათ, მონტესორი ხომ ცნობილი პედაგოგი და ფსიქოლოგი იყო,რომელმაც რევოლუცია მოახდინა მე-20 საუკუნეში ბავშვის პედაგოგიურ აღზრდაში.
No comments:
Post a Comment